სათამაშო ვაშლი მქონდა
შენსკენ გადმომივარდაო
მე თუ გძულვარ, სხვაი გიყვარს,
ფესვიც ამოგივარდაო...
და აღმაშია გადავხედე,
ქათამი მოკაკანებს,
გოგოვ, შენ რომ დაგნახავ,
გულში გამაკანკალებს
თეთრი ქალი, გულკანა,
კოხტა, ნაზი, მსუქანა
ნეტაი მისი თავი მომცა
დიდი წიფლის უკანა
გაღმა გორას გადავხედე,
ხიდი იყო ჩატეხილი,
ახალგაზრდებს რა უნდა უთხრა,
ბებრებია და ატეხილი,
სათამაშო ვაშლი მქონდა
შენსკენ გადმომივარდაო
მე თუ გძულვარ, სხვაი გიყვარს,
ფესვიც ამოგივარდაო...
გაღმა გორას გადავხედე,
ხიდი იყო ჩატეხილი,
ახალგაზრდებს რა უნდა უთხრა,
ბებრებია და ატეხილი